ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

„წადით კახეთში“: TELEGRAPH იმ ამერიკელებს მიმართავს, რომლებსაც ტრამპი არ უნდათ

 

ბრიტანული გამოცემა telegraph-ი სტატიას და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ამერიკელებს, რომლებსაც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ცხოვრება არ სურთ, საცხოვრებლად ალტერნატიულ ადგილებს სთავაზობს. ამ სიაში ერთ-ერთი საქართველოა, კერძოდ კახეთი.

კალიფორნიელებს სტატიის ავტორი, საქართველოში გადასვლას ურჩევს:

“ჯორჯია შტატი არაა, საქართველოა, სადაც სიხარულით მიგიღებენ. ეს ახალი კალიფორნიაა, სადაც თავისი კერძები აქვთ და მევენახეობას მისდევენ. იცოდით, რომ საქართველოში ღვინოს 8 000 წელია რაც ამზადებენ?”

ტელეგრაფი ნიუ-იორკში მცხოვრებლებს ლონდონში გადასვლას ურჩევს;

სიეტლის მოქალაქეებს – ვიენაში;

ლას-ვეგასელებს – მაკაოში;

პალო-ალტოელებს – სტოკჰოლმში;

ვაშინგტონელებს – ბრიუსელში;

ან-ფრანცისკოელებს – სიდნეიში;

ბოსტონელებს – დუბლინში;

ჩიკაგოელებს – მანჩესტერში;

სენტ-ლუისელებს – ბუენოს-აირესში და ა.შ.

შეგახსენებთ,  აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას კი ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი დაიკავებს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.

იტვირთბა....