აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურად მიიწვია, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების მიხედვით, დილის საათებში ობამასა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ობამამ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
თეთრი სახლის ცნობით, მოგვიანებით ბარაქ ობამა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს შეხვედრა კი ხვალ გაიმართება.
შეგახსენებთ, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას კი ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი დაიკავებს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.