https://www.youtube.com/watch?v=t8XEPTU5yDA
ვაშინგტონში თეთრ სახლთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის გამარჯვებას აპროტესტებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები წარწერებით – “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში”, “ამერიკა კვლავ სიძულვილს უბრუნდება”. მათი ნაწილი დონალდ ტრამპის მისამართით შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს სკანდირებს.
საპროტესტო აქციები იმართება აშშ-ის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ოუკლენდსა და სიეტლში.
შეგახსენებთ, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას კი ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკლ პენსი დაიკავებს. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.