აშშ-ში მიმდინარე არჩევნებს საქართველოში ამერიკის შეერტებული შტატების ელჩი იან კელი ეხმაურება.
ელჩის თქმით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება მიუხედავად იმისა, აშშ-ში ”რეპუბლიკელები” გაიმარჯვებენ თუ ”დემოკრატები”.
”ამერიკაში განსაკუთარებული ღამეა, ყველას დიდი მადლობა აქ მოსვლისთვის, მთავრობის და საზოგადოების წევრებს მხარდაჭერისთვის. ჩემი აზრით, ის რაც ხდება ამ წუთებში, იმის მაჩვენებელია, რომ ამერიკაში ცვლილებების განხორციელების რეალური სურვილია. მაგრამ ის, რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან. ყოველ ჯერზე, როცა ვაშინგტონში ჩავდივარ, ვრწმუნდები იმ ღრმა მხარდაჭერაში იმის მიმართ, რაც აქ, საქართველოში კეთდება. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმის მიუხედავად, გაიმარჯვებენ ”რესპუბლიკელები” თუ ”დემოკრატები”. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან თქვენ მართლაც განსაკუთარებულ ნაბიჯებს დგამთ რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად”.-განაცხადა კელიმ.