ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის რომელ უბნებს შეუწყდებათ წყლის მიწოდება ხვალ 07:00 საათამდე

საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩა  N12-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  თუჯის 900 მმ-იან მაგისტრალურ წყალსადენზე  გადაუდებელ ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ბრიგადა და დაზიანების აღმოსაფხვრელად  მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.

სამუშაო პროცესს ართულებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გამავალი მაღალი ძაბვის ელექტრო სადენები, რაც  განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას და უსაფრთხოების მაღალი ზომების დაცვას მოითხოვს.   აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 9 ნოემბერს 13:00 საათიდან, ხვალ, 10 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: საბურთალოს რაიონში: დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის და იყალთოს ქუჩებს, იყალთოს გორას, შარტავას, პანკისის, ნატახტრის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ჩაილურის, ტუსკიას, ლიხაურის, წინუბანის, ქარელის, ენგურის, ჭიათურის, ალექსიძის, ბერბუკის, ტყვარჩელის, აკურის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, ჯანაშვილის და აფაქიძის ქუჩებს, პეკინის ქ. N1-10, კოსტავას გამზ. N63-76 და  კოსტავას გამზირზე მდებარე პოლიციის შენობას. ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზ N1-35 და 2-54, ირაკლი აბაშიძის ქ. N1-20, ბარნოვის ქ. N65-83 და N78-94, ფალიაშვილის ქ. N1-36, კეკელიძის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ერისთავის, ბაზალეთის, მცხეთის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, მარაბდის, ტ.ტაბიძის, აბაშელის, მარუხის გმირების, ცხვედაძის, პეტრიაშვილის და ატენის ქუჩებს. მთაწმინდის რაიონში: მელიქიშვილის გამზ. N 37-47.

ტექნიკურ უნივერსიტეტს, ტელევიზიას, სპორტის სასახლეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინს“,  ცირკს, ბავშთა ინფექციურ საავადმყოფოს, სახელმწიფო უნივერსიტეტის I და II კორპუსებს.   წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, 10 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპნია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ორგანიზაციებს, საავადმყოფოს და მოსახლეობას  წყალს ცისტერებით მიაწოდებს.    დამატებით ინფორმაციას კომპანია, სამუშაოების წარმოების ადგილიდან, ფეისბუქ-ლაივის საშუალებით გაავრცელებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge/ka/dagegmili

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

იტვირთბა....