აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

რატომ შეჩერდა TRUMP TOWER-ის მშენებლობა ბათუმში

„მეტრონომი“ტრამპ თაუერის აშენების მთავარ იდეოლოგს, Silk Road Group-ს დაუკავშირდა

2012 წლის 22 აპრილს, ბათუმში, რეგიონში პირველი ტრამპ თაუერის პროექტის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრნენ. ბათუმში ტრამპ თაუერის აშენების იდეა Silk Road Group-ს ეკუთვნის. პროექტის მიხედვით, 47-სართულიანი ტრამპ თაუერის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო და 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი შეჩერდა.

Silk Road Group-ში “მეტრონომს” პროექტის შეჩერების მიზეზები განუმარტეს:

“მაშინ როცა ბათუმის TRUMP TOWER-ს ჩაეყარა საფუძველი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განსხვავებული, უფრო მშვიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება იყო, იმ ბაზრებზე, რომელთაც უნდა ეყიდათ უძრავი ქონება (უკრაინა, აზერბაიჯანი და სხვა მეზობელი ქვეყნები). ჩვენ ვართ ბიზნეს-ორგანიზაცია, რომელიც პროექტს აკეთებს იმიტომ, რომ ნახოს მოგება და იყოს წარმატებული. დღეს კი აქტიურად ვმუშაობთ ტრამპ კორპორაციასთან, რომ ერთობლივად შევთანხმდეთ პროექტის საბოლოო მასშტაბებზე და სხვა დეტალებზე. სამწუხაროდ,მოლაპარაკების დასრულებამდე სხვა ინფორმაციას ვერ გავასაჯაროებთ”. – აცხადებენ კომპანიაში.

47-სართულიანი ტრამპ თაუერის საინვესტიციო ღირებულება $250 მილიონი იყო.

 

იტვირთბა....