ქუთაისში, გვიან ღამით, იუსტიციის სახლთან ახლოს, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.