“დაისვენეთ დემოკრატებო! ტრამპმა მოიგო და მისი პრეზიდენტობა იქნება ზუსტად იგივე, რაც ბარაკ ობამას მესამე ვადით, რომ გაეგრძელებინა აშშ-ს მართვა. ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია Washington Post ჯერ კიდევ 7 ნოემბერს.
დემოკრატების კანდიდატის ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა ჯონ პოდესტამ რამდენიმე წუთის წინ მხარდამჭერებს მიმართა და მათ მოცდა სთხოვა. პოდესტას თქმით, ხმების დათვლის პროცესი კვლავ გრძელდება და მოცდაა საჭირო.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
უკანასკნელი მონაცემებით, რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი კლინტონს უგებს. ამ ეტაპზე CNN-ის ინფორმაციით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში 257 ხმა აქვს, კლინტონს კი 215.