ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

დოლარმა ვარდნა დაიწყო: არჩევნების წინასწარმა შედეგებმა მსოფლიო ბირჟებზე პანიკა გამოიწვია

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარმა შედეგებმა ამერიკული დოლარის კურსისა და მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ინდექსების ვარდნა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დილიდან ევროს კურსი დოლარის მიმართებაში 2%-ით გამყარდა, ფუნტის კი – 1 %-ზე მეტით. დოლარი 3-%-ზე მეტით გაუფასურდა იაპონურ იენასთან მიმართებაში და 2 %-ით შვეიცარიულ ფრანკთან.

დოლარის კურსის ვარდნა მოხდა იმ ინფორმაციის ფონზე, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონად ტრამპის ლიდერობს.

როგორც “ბლუმბერგი” წერს, დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვების ინფორმაციამ მსოფლიო ბირჟებზე პანიკა და ინდექსების ვარდნა გამოიწვია.

 

იტვირთბა....