ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

 „მიშისტები და გიგისტები“: ზვიად ძიძიგური „ნაცმოძრაობას“ მიმართულებებად ყოფს

„ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაიყოს ორი მიმართულებით – „მიშისტებად“ და „გიგისტებად“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობის დატოვება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„სააკაშვილს არც ჭკუა მომატებია და არც არაფერი. რაც იცოდა აქამდე, იმას აკეთებდა უკრაინაშიც, ანუ დაკავებული იყო ვერბალური და პიარ-ღონისძიებების ორგანიზებით. არ იყო ეფექტური მისი საქმიანობა. საქართველოში მას ეს 9 წელი გაუვიდა, უკრაინაში 1 წელზე ოდნავ მეტი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა ორი მიმართულებით დაიყოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაიყოს ორი მიმართულებით – „მიშისტებად“ და „გიგისტებად“, ანუ გიგა ბოკერიას მხარდამჭერებად და ეს ყველაფერი გამოიხატება მათ დამოკიდებულებაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან თუ ოპონირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

იტვირთბა....