ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„გვსმენია ადვოკატებზე, რომელთაც სისტემა ხშირად ძალიან ბრუტალურად ექცეოდა“

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ადვოკატებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ არაერთხელ გვსმენია ადვოკატების თაობაზე, რომელთაც სისტემა ხშირად ძალიან ბრუტალურად ექცეოდა.

„ადვოკატი არის ის ადამიანი, რომელიც ურთულეს ვითარებაში იცავს ბრალდებულს. ადამიანს, ვის წინააღმეგაც გაერთიანებულია მთელი სახელმწიფო სიძლიერე, სახელმწიფო მანქანა. თქვენ ბევრი რამე გადაიტანეთ. არაერთხელ გვსმენია ადვოკატების თაობაზე, რომელთაც სისტემა ხშირად ძალიან ბრუტალურად ექცეოდა და გვსმენია იმის თაობაზე, რანაირად ძლიერად და მტკიცედ ერთიანდებოდით, როდესაც თითოეული თქვენგანი იყო დასაცავი.

გარკვეულწილად ის მხარდაჭერა და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ შორის შედგა დაეხმარება მას ემსახურონ იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ჰუმანური, ცივილიზებული, დემოკრატიული თანამედროვე სამართლიანი სახელმწიფო. თავისუფალი ადამიანების, თავისუფალი საზოგადოების მიერ შემქნილი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც თავისუფალი ადამიანები ერთმანეთის პატივისცემით სამართალზე დაყრდნობით აშენებენ ისტორიულად ძალიან ძლიერ სახელმწიფოს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ადვოკატების პროფესიული დღე აღინიშნება.

 

 

იტვირთბა....