ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დენის ტარიფი: სემეკ-ს მომავალი წლის ტარიფის დადგენის მიზნით მიმართეს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის ირინა მილორავას ინფორმაციით, დოლარის კურსის ცვლილებას ელექტროენერგიის ტარიფზე გავლენა არ ექნება.

ეს არის ტარიფების გეგმიური გადახედვა. ასე მოხდა შარშან, შარშანწინ და ასე იქნება მომავალ წელსაც. რაც შეეხება ტარიფების ცვლილებას, რა თქმა უნდა, ტარიფზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, ვიდრე ჩვენ ბოლომდე დეტალურად არ ვნახავთ ინფორმაციას, მაგრამ კურსის ცვლილებას შეიძლება თუ არა გავლენა ჰქონდეს ტარიფზე, ეს არ არის იმ შინარსის და იმ ხასიათის ცვლილება, რომელსაც შესაძლებელია ტარიფზე გავლენა ჰქონდეს“, – განმარტა სემეკ-ის თავმჯდომარემ.

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილიც იზიარებს ამ მოსაზრებას:

„ეს არის პროცედურები, რომლებიც გაწერილი არის სემეკ-ის პროცედურებში. ჩვენ ტარიფის შეცვლის ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავთ. ეს არის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა, მაგრამ ჩვენი ინფორმაცით, არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ამ ეტაპზე ტარიფი შეიცვალოს, არ არსებობს“, – განაცხადა ელოშვილმა.

ცნობისთვის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა სემეკ-ს მომავალი წლის ტარიფის დადგენის მიზნით მიმართეს.

იტვირთბა....