ერაყში საქართველოს მოქალაქე მუხმად ხანგოშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ხანგოშვილი სირიაში სამი წლის წინ წავიდა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.