გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლობის ფაქტზე, სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
უწყებისვე ცნობით, პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.
“შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა დასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1987 წელს დაბადებული ა. ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორის რაიონისსოფელ რეხაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 1973 წელს დაბადებულზ.ქ. და მიიმალა. დაჭრილიშემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ა.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ხაშურის რაიონის სოფელ აგარებთან, საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ ავტომანქანის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”.-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.