გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სასულიერო პირი დააკავეს. მამა გიორგი მეგრელიშვილი კიდევ ერთ პირთან, ოთარ სანოძესთან ერთად პოლიციამ რამდენიმე დღის წინ აიყვანა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მათი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
სასამართლომ მამა გიორი მეგრელიშვილისა და ოთარ სანოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. მამა გიორგის მოსამართლემ 4 000-ლარიანი გირაო, მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.