ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

დაიბრუნებს თუ არა ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა პირვანდელ სახეს?

“მეტრონომი” ვარძიაში მომუშავე რესტავრატორთა ჯგუფის ხელმძღვანელ ნანა კუპრაშვილს დაუკავშირდა

ეს საკითხი 2 ნოემბრის ხანძის შემდეგ კვლავაც აქტუალურია. “მეტრონომი” ვარძიაში მომუშავე რესტავრატორთა ჯგუფის ხელმძღვანელ ნანა კუპრაშვილს ესაუბრა. კუპრაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაზე ვერ ისაუბრებს იმაზე დაუბრუნდება თუ არა მე-12 საუკუნის ფრესკებს პირვანდელი სახე.

“წინასწარ ამის განსაზღვრა ძალიან ძნელია, მაგრამ ამ ეტაპზე განხორციელებული სატესტო სამუშაოებით თამამად ვიტყვი, რომ დიდი ნაწილი აღდგება. რაც შეეხება თამარის და გიორგი მესამის ფრესკებს, ისინი იქნებიან ისეთები როგორიც თავიდან იყო.” – აცხადებს ნანა კუპრაშვილი.

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი 2 ნოემბერს, გვიან ღამით გაჩნდა. რის გამოც უნიკალური მე-12 საუკუნის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა. მათ შორის თამარ მეფისა და გიორგი III-ის ფრესკაც. ხანძარი დატოვებულმა სანთელმა გააჩინა.

ტაძარში ცეცხლის გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო 188-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის განადგურებას და დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ვარძიაში გაჩენილმა ხანძარმა და ჭვარტლით დაფარულმა ფრესკებმა, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თეოლოგი ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოს ეკისრება.

“ვარძიის ეს ფრესკები არც მონღოლების, არც სპარსების, არც თურქების, არც რუსების, არც კომუნისტების დროს განადგურებულა, არამედ 9 საუკუნის შემდეგ “ქართველობისა და მართლმადიდებლობის” გუშაგმა სპატრიარქომ მოაოხრა.” – წერს მინდიაშვილი.

 

იტვირთბა....