ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა

საქართველოს და იტალიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.  პაოლო ჯენტილონიმ და მიხეილ ჯანელიძემ ერთობლივი პრესკონფერენეციაც გამართეს. მათ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით და ნატოში წევრობისკენ მიმავალ გზაზე, იმ დახმარების მნიშვნელობაზე, რომელსაც უწევს იტალია ჩვენს ქვეყანას. ვისაუბრეთ კონფლიქტზე საქართველოსა და რუსეთს შორის, მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს და რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

პაოლო ჯენტილონი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს და პრემიერსაც შეხვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს, იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო რედისონში ასევე გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე – იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი.

2008 წლის შემდეგ, ეს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია.

იტვირთბა....