ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ლომბარდში მუშაობდა და სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც უცნობი მამაკაცი მოახტა ზურგზე, თავიდან წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი უცნობმა მამაკაცმა შვიდჯერ ესროლა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.