სტამბოლის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩება გაზეთ „ჯუმჰურიეტის“ 9 თანამშრომელი, მათ შორის მთავარი რედაქტორიც.
ოპოზიციური გამოცემის რედაქციაში რეიდი სამართალდამცველებმა გასულ კვირას ჩაატარეს. ჟურნალისტებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევიან, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან და „ქურთთან მუშათა პარტიასთან“ კავშირში ადანაშაულებენ.
აღსანიშნავია, რომ “ჯუმჰურიეტი” ერთ-ერთია იმ მცირე ოდენობის თურქული გამოცემებიდან, რომლების პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.