„2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პარამეტრები მომავალ კვირაში დაზუსტდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანია განაცხადა.
ნარმანიას თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი უკვე არსებობს, თუმცა საშემოსავლო ნაწილის კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან.
”მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების დაზუსტებაზეც. გარდა ამისა, პროგრამული ნაწილი, რომელიც საქალაქო სამსახურებსა და გამგეობების მიერ არის წარმოდგენილი იქნება დახვეწილი, ერთიან ფორმატში მოქცეული. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი გვაქვს, თუმცა საშემოსავლო ნაწილის კიდევ უფრო გაზრდას ველოდებით, რაც საშუალებას მოგვცემს მეტი პროგრამები და პროექტები დავგეგმოთ. ვფიქრობთ, მომავალ წელსაც ჩვენ 800 მილიონ ლარზე ნაკლები ბიუჯეტი არ გვექნება”. – აცხადებს ნარმანია.