მოკლული 76 წლის ქალის მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის გოგონა სექტაში იყო გაწევრიანებული და ამის გამო დედასთან კონფლიქტი ჰქონდა:
“საკუთარი შვილი დაეღუპათ, მერე აიყვანეს ეს გოგო. რაღაც საშინელ სექტაშია გაწევრიანებული. ჩემი მეზობლები არიან. მთელი უბანი შოკშია. ორი კვირაა, სად აღარ ეძებდნენ” ,- წერს “ფეისბუქზე” გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი – 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე – გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი მათი მეგობრები.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ კი დანა ჩაარტყეს, მოკლეს და დაანაწევრეს, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით მიიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.
„მეტრონომს“ სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა კანიბალიზმს. ამას კი ადასტურებს ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებულია და ექსპერტიზაზეა წაღებული ჭურჭელი.
დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.