მეზობლები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა „ფორტუნას“ განუცხადა, მეზობელი ქალი დაახლოებით 3 კვირის წინ დაიკარგა და ამ დროის განმავლობაში მას პოლიცია ეძებდა, ამასთან, გარდაცვლილი ამ პერიოდის განმავლობაში სახლიდან არ გასულა, რადგან არ დაუფიქსირებია სახლის წინ მდებარე მაღაზიის კამერასაც.
როგორც მეზობლები ამბობენ საბოლოოდ გაირკვა, რომ ქალი მისმა შვილმა მეგობარ ბიჭთან ერთად მოკლა, შემდეგ კი მიცვალებულის სხეული დაანაწევრეს.
მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა გაურკვეველი სექტის წევრია. მათივე ინფორმაციით, გოგონა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს და ის ბრალს აღიარებს.
რადიო “ფორტუნა” აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს კომენტარს უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.
როგორც “პრაიმტაიმმა” გაარკვია, ქალი არატრადიციული რელიგიური რიტუალის დროს მოკლეს.
„პრაიმტაიმი“