ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანდა, პირვანდელ სახით ვერ აღდგება. – ამის შესახებ „ლიბერალს“ ვარძიაში მომუშავე რესტავრატორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა კუპრაშვილმა განუცხადა.
„პირვანდელი სახე, ცხადია, 100%-ით ვერ დაბრუნდება, მაგრამ ჩემი მოსაზრებით, გაწმენდას ექვემდებარება. ხვალიდან იწყებს ჩვენი ჯგუფი მუშაობას. სამუშაოების პირველ ეტაპს, სავარაუდოდ, 1 თვე დასჭირდება. დაზიანება საკმაოდ მძიმეა. სანთელი პარაფინის იყო და ამ ჭვარტლშიც არის ეს შემცველობა. მხატვრობის ზედაპირიდან მისი მოცილება ძალიან რთულია, ამ დროს მხატვრობის ზედაპირი დაზიანებული იყო, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. ნებისმიერი გაწმენდა არის ძალიან მძიმე და რთული პროცესი. მით უმეტეს ამ მოცულობისას, თუმცა გაკეთდა ტესტები, რაც გვაძლევს იმედს, რომ უმეტესობა გაიწმინდება“.- განაცხადა კუპრაშვილმა.
შეგახსენებთ, ვარძიის ღვთსმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი 2 ნოემბერს, გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლის შედეგად მე-12 საუკუნის ფრესკები ჭვარტლით დაიფარა.