ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილი 23 წლის პაცინეტის დედა მთავარ ექიმთან შეხვედრას ითხოვდა, რასაც ხმაური მოყვა. როგორც მთვარისა მიქელაძეს კლინიკაში განუმარტეს, ექიმი მამუკა მიქაძე 3 ნოემბერს შეხვდებოდა, თუმცა ჭირისუფლებს ექიმი ადგილზე არ დახვდათ, რამაც მათი გაღიზიანება და კლინიკის ინვენტარის დაზიანება გამოიწვია.
გარდაცვლილის ნათესავებს განყოფილების უფროსი ოლეგ სინაურიძე შეხვდა, თუმცა უშედეგოდ. მის გამოჩენას მიქაბერიძის ახლობლების მხრიდან დამატებითი ხმაური მოჰყვა.
სინაურიძის თქმით, გოგონას გარდაცვალებაში მამუკა მიქაძის ბრალეულობა არ იკვეთება და მას პრობლემები საკეისრო კვეთამდე აღენიშნებოდა.
შედეგად საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო, რის შემდეგაც ვითარება განიმუხტა.
რამდენიმე დღის წინ პაციენტი, 23 წლის ლანა მიქაბერიძე საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, შემთხვევაში ექიმის ბრალეულობა არ იკვეთება.
https://youtu.be/OKcOvSabeTI