ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რესპუბლიკური პარტიის გორის ორგანიზაცია 60-მა წევრმა დატოვა” (ვიდეო)

“რესპუბლიკური პარტიის” გორის ორგანიზაცია 60-მა წევრმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება “რესპუბლიკური პარტიის” გორის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილმა  თავმჯდომარემ, ვახტან ბერკაცაშვილმა გააკეთა.

ბერკაცაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება შიდაპარტიული მსჯელობის შედეგად მიიღეს. “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი საკრებულოში დარჩენას და მუშაობაში გაგრძელებას გეგმავს.

შეგახსენებთ, გუშინ “რესპუბლიკური პარტია” გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზვიად ყვირალაშვილმა 50 წევრთან ერთად დატოვა.

იტვირთბა....