გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში ლიბიიდან იტალიისკენ მიმავალი, მიგრანტებით სავსე 2 ნავი ჩაიძირა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაახლოებით 240 ადამიანი დაიხრჩო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში 4 200 ადამიანი დაიღუპა. 2016 წელს დაახლოებით 330 000 მიგრანტმა გადაკვეთა ხმელთაშუა ზღვა. გასულ 2015 წელს ეს რიცხვი მილიონს აღწევდა.