რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, შესაძლოა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა აღდგეს. ინფორმაციას ამის შესახებ Sputnik ავრცელებს.
კარასინის თქმით, რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების სანაცვლოდ საქართველომ ევროკავშირთან წარმოებულ ვიზალიბერალიზაციის საკითხს უნდა გადახედოს.
რუსი დიპლომატის მტკიცებით, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში მოგზაურობის წესები უკვე გაუადვილა.