სტამბოლში საქართველოს მოქალაქე, 51 წლის მზია დუნდუა გარდაცვლილი იპოვეს, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
პოსტის მიხედვით, ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ქალბატონი რუსთავიდან არის და მას 2 შვილი ჰყავს :
„უკეთილშობილესი ქალბატონი მზია, რომელსაც 40 ჭრილობა მიაყენა ოჯახის უფროსმა ქალბატონმა, დანით დაჩეხა… „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია… ახლაც ის დროა,როცა ქართველი, გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”- წერს სიხარულიძე.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს, თუმცა, როგორც გენერალურ საკონსულოს თურქმა სამართალდამცავებმა ინფორმაცია გუშინ საღამოს მიაწოდეს, ქალბატონი ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა, შემთხვევის დროს კი სახლის მეპატრონე ადგილზე არ იმყოფებოდა.