ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ვარძიაში ფრესკების დაზიანებას სასულიერო პირების ქცევას აბრალებენ

 

ვარძიაში უნიკალური, ისტორიულ-კულტურული ფრესკები გაჭვარტლას საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები ეხმაურებიან. მათი განცხადებით მე-12 საუკუნის ფრესკების დაზიანება სასულიერო პირების ქცევამ გამოიწვია.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, უნიკალურ ისტორიულ დარბაზებში ბერები და მორჩილები ცხოვრობენ და კულტურული ძეგლი თვითნებურად არის გადაკეთებული რაც დამატებით აზიანებს უძველეს ძეგლს.

“90-იანი წლებიდან მოხდა ბერების და მორჩილების შესახლება მუზეუმში. გადაკეთებულია ისტორიული დარბაზები კელიებად. ზამთრის პერიოდში ძეგლს ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძეგლი უფრო ზიანდება. ვითხოვთ შს სამინისტროსგან რომ ბოლომდე გამოიძიონ საქმე,”-  განაცხადა საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი, დარეჯან ბრეგვაძე, კი ამბობს, რომ ისტორიულ ტაძრებში სანთლების დანთება უნდა აიკრძალოს. ​

ვარძიაში განვითარებულ მოვლენებს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავაც გამოეხმაურა. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფომ ამ საკითხზე დროული და ადექვატური რეაგირება უნდა მოახდინოს.

იტვირთბა....