ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

800 ლარი: მომავალი წლიდან მასწავლებლებს ხელფასი ეზრდებათ

 

მომავალი წლის პირველივე თვიდან მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება  დაპირებისამებრ გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა.

მისი თქმით, თანხები 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და საშუალო ანაზღაურება იანვრიდან 800 ლარი იქნება.

„მასწავლებლების ხელფასების ზრდა, როგორც იყო დაპირებული ზუსტად იმ მოცულობით იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში. ანუ მომავალი წლის დასაწყისშივე პირველივე თვიდან იზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და საშუალო ანაზღაურება მომავალ წელს მასწავლებლების მიაღწევს 800 ლარს,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

იტვირთბა....