ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება TBC ბანკის მიერ რესპუბლიკა ბანკის შეძენამ გამოიწვია. ხადურის განცხადებით, უარყოფითი მოლოდინებისთვის რეალური მიზეზი არ არსებობს:
“მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის შეცვლილი, გაუმჯობესებულია პირიქით. გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომელიც მანამდე შემცირებული იყო. იმპორტს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში. აზიის განვითარების ბანკიდან ჩამოირიცხება თანხები. უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ ლარის გამყარებას. ცუდი მოლოდინების საფუძვლები არ არსებობს. მოვუწოდებ მოსახლეობას არ იზარალონ,”- განაცხადა ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში.