ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალქალაქის რაიონში სკოლა დაიწვა

 

ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხაში სკოლის შენობა, სადაც დაწყებითი კლასების მოსწავლეები სწავლობდნენ, დამწვარია. განადგურებულია ინვენტარიც. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ღუმელიდან სახურავზე გაჩნდა. აალების დროს არავინ დაშვებულა, რადგან შენობაში არავინ იმყოფებოდა. სკოლა გათვლილი იყო 2 სოფლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის.

“მეტრონომს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ ბავშვებს სასწავლო პროცესი არ შეუწყვეტიათ და ისინი სკოლის მთავარ შენობაში გადაიყვანეს.

იტვირთბა....