საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ პლენუმმა ლალი ფაფიაშვილი, მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ტუღუში აირჩია. სასამართლოს მდივნის პოზიციას კი მერაბ ტურავა დაიკავებს.
პლენუმის დადგენილების შესაბამისად, პირველი კოლეგიის შემადგენლობაში შედიან: ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა (სასამართლოს მდივანი); ხოლო მეორე კოლეგიის შემადგენლობა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თეიმურაზ ტუღუში (თავმჯდომარე), თამაზ ცაბუტაშვილი და ირინა იმერლიშვილი.
მეორე კოლეგიის მეოთხე წევრის ადგილი ვაკანტურია და მას საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი დაიკავებს.