ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაღაროში აფეთქების შედეგად 33 მაღაროელი გარდაიცვალა

ჩინეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შემდეგ მაშველებმა 33 მაღაროელის ცხედარი იპოვეს, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მომხდარის შედეგად მხოლოდ ორი მაღაროელი გადარჩა. BBC აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები ჩინეთში საკმაოდ ხშირია, მიუხედავად გაუმჯობესების ძალისხმევისა.

ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ჩინეთის ქალაქ ჩუნძინთან მოხდა. მაშველები მაღაროში ჩასვლას თითქმის ერთი დღე ცდილობდნენ. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

ჩინეთი სამომხმარებლო ნახშირის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია.

იტვირთბა....