ირინა სარიშვილი ენმ-ს წევრ ოთარ კახიძეზე სოციალურ ქსელში წერს:
„თქვენა შვილო ჩემ წინააღმდეგ საბრძოლველად შედიხართ პარლამენტში თუ ივანიშვილის?
ვინაა ეს ბოვში რა უნდა?“
სარიშვილი ამ პოსტს ოთარ კახიძის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციას უძღვნის, სადაც კახიძე სარიშვილს რუსეთის აგენტს უწოდებს:
„ელისო კილაძე არის ჩვეულებრივი შავრაზმელი ჟურნალისტი – ასავალ-დასავალის სტილის გაზეთით – ქრონიკა პლუსი და საავტორო გადაცემით ეფესბეშნიკურ ტელევიზია ობიექტივზე.
შესაბამისად, არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს ელისო კილაძეს ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან და ამ პარტიის მხრიდან დეკლარირებულ ღირებულებებთან.
ამიტომ არ დამიშეარებია არასდროს ელისო კილაძის არცერთი განცხადება, მიუხედავად ილუზიისა, რომ თითქოს ეს იყო ხელისუფლებისთვის საზიანო. არ შეიძლება მსგავსი სუბიექტების ნდობა.” – წერს კახიძე.