სოჭში მცირე ზომის ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ავიაკატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხუთი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენში მოსკოველი ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც სოჭში ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღის აღსანიშნად ჩავიდნენ.