დავით საყვარელიძეს, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე იყო, ე.წ. „ბრილიანტის მწვანე“ („ზელიონკა“) შეასხეს. ინფორმაციას ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს:
„ხარკოვში, სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ, დავით საყვარელიძეს ქუჩაში სახეზე “ზელიონკა” შეასხეს. როგორ ჩანს, „იტუშკებს“ ძალიან უყვართ Halloween. ღირს ბრძოლა, რომ Halloween არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე“, – წერს სააკაშვილი.
თავად დავით საყვარელიძე მომხდარს ხულიგნურ ქმედებად აფასებს:
„ხარკოველი „ტიტუშკების“ პატრონები გულუბრყვილოდ იმედოვნებენ, რომ ასეთი სახით შეძლებენ ჩემი და ჩემისთანების გაჩერებას! მათ ალბათ სურდათ ეჩვენებინათ, ვინ არის აქ მთავარი და ვის ტერიტორიაზე არ ღირს ჩაჩრა. მინდა ისინი გავაწბილო – ასე ადვილად ჩვენ არ ვნებდებით. ასეთი გამოხდომებით არ შევშინდებით! ჩემნაირი უკრაინაში მილიონობით არის. მესმის, რომ მიეჩვივნენ ქუჩური ხულიგნური მეთოდებით მოქმედებას და სწორედ მათი დამსახურებით დროებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი მალე ჩარეცხავს ამ არაშორსმჭვრეტელ მოღვაწეებს, რომლებსაც პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებენ ისე, როგორც ახლა მე ჩამოვირეცხავ ამ „ბრილიანტის მწვანეს“ და თან ეთერში მიმეჩქარება, სადაც განვაგრძობ სიმართლის ლაპარაკს მოქმედ ხელისუფლებაზე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი. ჩვენი ბრძოლა ახლა იწყება! კარგად გაეცანით ჩემ აღზრდასა და წარსულს, ასევე იმას, საიდან ვარ წარმოშობით“, – წერს საყვარელიძე „ფეისბუქში“.