ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

“შსს-მ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 1968 წელს დაბადებული დ.მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ბუპრენორფინის შემცველი 150 აბი, 14 აბი მეტადონი და 0,4962 გრ მეტადონის ფხვნილი ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა”, – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....