ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ივანიშვილს ამოცანას ჩვენდაუნებურად ვუადვილებთ“: სააკაშვილი თანაგუნდელებს აკრიტიკებს

 

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პარტიის იმ წევრების აკრიტიკებს, რომლებმაც მისი თქმით, ცესკოს მიერ მიღებული შედეგები ყოველგვარი კრიტიკის გარეშე მიიღეს. ოდესის გუბერნატორი ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

“ჩემი აზრით არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ “დახატული” ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება. სინამდვილეში ყველამ კარგად იცის, რომ მიახლოებითაც კი არანაირი 49% არ ყოფილა და ამ ჰაერიდან მოტანილი პროცენტის განმეორებით, ივანიშვილს ამოცანას ჩვენდაუნებურად ვუადვილებთ.

არჩევნები გააყალბეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის, უპრეცედენტო მასშტაბით და თუ ეგრევე ვერ შევძელით სათანადო რეაგირება, ახლა მაინც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, რათა შემდგომ გადაჯგუფება და ბრძოლის ახალი ეტაპი უფრო გამართული პოზიციებიდან დავიწყოთ”.- წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....