“ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება.
“უცნაური ხალხი ვართ ქართველები:
ის ადამიანები, რომლებსაც მიშას დროს თანამდებობები, გავლენები, ფული, პრივილეგიები ჰქონდა და დღეს მე მიკითხავს მორალს,მიშას რატომ იცავო…
კიდევ ერთხელ ბანალურად განვმეორდები და ვიტყვი: ბიძინა ივანიშვილს საერთოდ აღარ აღელვებს პარლამენტში 27 დეპუტატი შევა, თუ 47 (45 რომ იყავით, რაში შეუშალეთ ხელი). მისი მთავარი სამიზნე მიშაა. თუნდაც იქ, შორეულ უკრაინაში.
ისე, რაჭველივით გვიან გამახსენდა – თქვენ რატომ არ იცავთ მიშას?
p.s. ხელისუფლებაში როცა დაბრუნდება,ზუსტად ვიცი, მე ისევ მოდარაჯე ძაღლის პოზიციაში ვიქნები,თქვენ ვაზელინით გაპოხილი თავებით….რიგში.
არადა, აუცილებლად დაბრუნდება!!!!! აგერ თქვენ და აგერ მე”