შპს “აიპლუსის“ ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის საბჭოს სამოსამართლემ ეთიკის დეპარტამენტის უფროსს დაავალა განიხილოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის კავშირები და გავლენები იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც iPhone+ ის ანგარიშები უაპელაციოდ და მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების გათვალისწინებით დაყადაღდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნულ დეპარტამენტს ამ საკითხზე ანგარიშის მომზადებაც დაავალა:
“iPhone+ მა წარადგინა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, რომ მოდავე მხარე “აიტექნიკი” არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის ოჯახური ბიზნესი. სასამართლოს უპრეცედენტო და მხოლოდ ერთი მხარის გამამტყუნებელი განჩინება, რეალურად, კონკურენტის ჩამოცილებას ისახავს მიზნად. iPhone+ თან კავშირში არ მყოფი, არამტკიცებულებადი და უთანასწორო განჩინება მოპასუხე “აიფონ პლუსისთვის” აშკარად დამაზიანებელია”, – აცხადებენ “აიპლუსში”.
აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ, აღნიშული საკითხის შესწავლა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მთავარ პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაავალა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, iPhone+ ის ანგარიშები 1 600 000 ლარით, მისი კონკურენტი კომპანია “აიტექნიკის” სარჩელის საფუძველზე დაყადაღდა. საკითხთან დაკავშირებით შპს “აიპლუსმა” პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომპანიის წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ “აიტექნიკი” სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერიან ცერცვაძის საოჯახო ბიზნესია და სწორედ აქედან გამომდინარეობს მოსამართლის გეგმა სამსახურეობრივი ბერკეტების გამოყენებით ბაზრიდან ჩამოიცილონ და გააკოტრონ iPhone+.