ტელეკომპანია “იმედის” შუა დღის გადაცემა „დღის შოუში“ რამდენიმე თვის ბავშვს ყური პირდაპირ ეთერში გაუხვრიტეს. მაყურებელი ისმენდა ბავშვის ისტერიკულ ტირილს, ხოლო უფროსები მონდომებით გვიხსნიდნენ, რა უნდა გავაკავოთ ასეთ დროს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა წამყვანმა მძიმე სანახაობის ყურება ვერ შეძლო და თვალებზე ხელი აიფარა.
მიუხედავად ბავშვის ტირილისა, ყურის გახვრეტის პროცესი არ შეწყვეტილა. წამყვანებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მშობელს შვილისთვის ყურის გახვრეტა ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა და მათ არაფერი დაუძალებიათ.
“მედიაჩექერის” ცნობით, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, მშობლის თანხმობა მედიასაშუალებას მძიმე სანახაობის ჩვენების პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.