გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 31 ოქტომბერს – 6 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით 31 ოქტომბერს და 1 – 2 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +7, +12° იქნება.
3 ნოემბერს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და კვირის დანარჩენ დღეებში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +16, +21 °- მდე, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18° – მდე მოიმატებს.