ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფეთქება ვარკეთილში: ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს

ვარკეთილში, ავტოფარეხში აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომელთაც დამწვრობები აღენიშნებათ.

მათგან ერთ-ერთს მიღებული აქვს თავის ტრავმა და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ინგოროყვას კილინკაში გადაჰყავს.

ავტოფარეხში მომხდარი აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი და საპარულო პოლიცია მუშაობს.

აფეთქების ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. მომხდარის შესახებ შსს ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

იტვირთბა....