არსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს, -ინფორმაციას GDS ავრცელებს.
ტელევიზიის ინფორმაციით, პოლიტიკური გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებაში” უკვე მიღებულია.
კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს. მის ასარჩევად კი, 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.
„ქართული ოცნება“ პირველივე სხდომაზე თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორედ ირაკლი კობახიძეს დაასახელებს.
ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებს, კობახიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-3 ნომერია.