ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფაცი-ფუცი „ქართულ ოცნებაში“: „კახი კალაძე გათვლას პრეზიდენტობაზე აკეთებს“

„კახა კალაძის ამბიციურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის აკეთებს გათვლას პრეზიდენტობაზე“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტროში კალაძის დაბრუნება მისთვის წინსვლა არ იქნება.

”ვფიქრობ აქვს ამბიცია, რომ წინ წავიდეს – ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნება მისთვის წინსვლა არ იქნება”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო პრეზიდენტობას, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ის  პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად არ განიხილება.

”ვფიქრობ, კალაძის ამბიციურობიდან და განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, სწორედ ის აკეთებს გათვლას პრეზიდენტობაზე. ამ საკითხზე ”ქართულ ოცნებაში” დიდი ფაცი-ფუცია. ასეთ ქაოსურ ვითარებაში ხდება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებაც – თუ ლოგიკას მივყვებით, დავით უსუფაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის”, – განაცადა გია ხუხაშვილმა.

 

იტვირთბა....