ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

„რუსთავი 2-ს ვადა ეწურება“: ანი მიროტაძე აცხადებს, რომ თოქ-შოუების დახურვის შესახებ ინფორმაცია აქვს

გავრცელებული ინფორმაციით, წამყვან სატელევიზიო არხებზე პოლიტიკური თოქ-შოუები აღარ იქნება. მთავარი დატვირთვა შემეცნებით-გასართობ გადაცემებზე გადავა. „მაესტრო“ და „იმედი“ – ეს ის ორი ტელეკომპანიაა, რომლის შესახებაც ინფორმაცია უკვე ვრცელდება, რომ პოლიტიკური თოქ-შოუების რაღაც ნაწილი უქმდება. „მეტრონომს“ სანდო წყარომ დაუდასტურა, რომ მსგავსი პროცესების განვითარება ნამდვილად იგეგმება.

ამის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს, ანი მორიტაძეს. მან ჩვენთან განაცხადა, აქვს კულუარული ინფორმაცია, რომ გარკვეულ ტელეკომპანიებში მართლაც იგეგმება თოქ-შოუების დახურვა.

„დეტალებზე ახლა ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. უბრალოდ, თავი მოვალედ ჩავთვალე საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომელიც მე კულუარებიდან მაქვს. რადგან მეორე ტურიც ჩატარდა, ახლა უფრო საინტერესო გახდება ეს მიმართულება და მეტი ნათელი მოეფინება ამ საქმეს. რამდენიმე ტელეკომპანიას ეხება ეს თემა. „რუსთავი 2“-ის შესახებაც ვიტყვი, მისი  ვადა იწურება, რომ უზენაესმა გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება. რუსთავი 2-იც ამ სიტუაციაშია.“ – აცხადებს ანი მიროტაძე.

იტვირთბა....