ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთი აღარ აირჩიეს

გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთი  აღარ აირჩიეს. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგებით, საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლები მხოლოდ უნგრეთი და ხორვატია იქნებიან.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს 14 წევრი 2017-2019 წლების პერიოდისთვის აირჩია. ხორვატიასთან და უნგრეთთან ერთად, საბჭოში აირჩიეს ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, ერაყი, ჩინეთი, კუბა, რუანდა, საუდის არაბეთი, ტუნისი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აშშ და იაპონია.
კენჭისყრის ჩატარებამდე 80-ზე მეტმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, რუსეთს ხმა არ მისცენ, რადგან მოსკოვი სირიის რეჟიმს სამხედრო დახმარებას უწევს.-ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

იტვირთბა....