სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, მეტროპოლიტენში, სადგურის მოედანზე, როგორ ახტება უკნიდან დაძრულ მატარებელს ახალგაზრდა ბიჭი.
ვიდეოში მონაწილე სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. სოციალურ ქსელში, კომენტარებიდან ვიგებთ, რომ მსგავსი ქმედება სხვასაც ჩაუდენია და მას საკმაოდ მაღალი ჯარიმა გამოუწერეს.
შსს ინფორმაციას ამოწმებს, რომლის ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
„მეტრონომის“ რედაქცია: კომენტარებში ასევე ვკითხულობთ მოზარდების მიერ გამოთქმული სურვილების შესახებ, რომ ისინიც მზად არიან გაიმეორონ იგივე, ადრენალინის გამოყოფის მიზნით. იმედს ვიტოვებთ, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან აღნიშნული ინფორმაციით და მიიღებენ ყველანაირ პრევენციულ ზომებს მომავალში უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.