„სტარტაპ მეგობრული“ – კიდევ ერთი ახალი პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რომელიც დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გაგრძელებაა, დაიწყო.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.
პროექტი სტარტაპებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან, ურთიერთობის დამყარებაში შეუწყობს ხელს, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.
„სტარტაპ მეგობრული“ სტარტაპებს განვითარებასა და ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება, რაც, ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების შექმნასა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებას შეუწყობს ხელს.